როგორ სკოლაში სწავლობენ Google-ის, Apple-სა და Yahoo-ს თანამშრომლების შვილები

eBay-ის ტექნიკურმა დირექტორმა შვილები უკომპიუტერო სკოლაში შეიყვანა. ასევე მოიქცნენ Google-ის, Apple-ის, Yahoo-სა და Hewlett-Packard-ის თანამშრომლები. ამ სკოლას Waldorf of the Peninsula ჰქვია და საკმაოდ ძველმოდურია. ხის თაროები წიგნებითა და ენციკლოპედიებითაა გადატენილი, დაფაზე ცარცით წერენ, ბავშვები ხის მერხებთან სხედან, საშინაო დავალებას ფანქრებით რვეულებში ინიშნავენ. სწავლის დროს არ იყენებენ მაღალტექნოლოგიურ ნივთებს. უპირატესობას ფანქარს, პასტას, საკერავ ნემსს და თიხას ანიჭებენ. კომპიუტერი და ნებისმიერი გაჯეტის გამოყენება სკოლაში აკრძალულია და არც სახლშია დაშვებული. 

მეორე კლასის მოსწავლეები წრეზე დგანან და ლექსს სწავლობენ, მასწავლებელის წაკითხულ ფრაზას იმეორებენ, ხელით კი ლობიოს ტომსიკას ათამაშებენ. ამ დავალების მიზანი სხეულისა და ტვინის სინქრონიზაციაა. 

მეხუთეკლასელი მოსწავლეები, დაბალ კლასებში ნასწავლ, ქსოვის მაგალითებს აუმჯობესებენ. სკოლის დირექციის აზრით, ასეთი ქმედება ეხმარება მოსწავლეს კოორდინაცია გააუმჯობესოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს რთულ მომენტში. 


ეს იმ დროს, როცა სხვა სკოლები კომპიუტერის გარეშე დღეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ აიტის გარეშე სწავლის მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ კომპიუტერი ბავშვს უხშობს შემოქმედებით აზროვნებას, ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ყურადღების კონცენტრირებას. მშობლებს მიაჩნიათ, რომ თავის დროზე, როცა ბავშვს დასჭირდება, ის აუცილებლად აითვისებს გაჯეტებს. 

ფურმანის უნივერსიტეტის პროფესორი, ყოფილი პედაგოგი და განათლების შესახებ 12 წიგნის ავტორი, პოლ ტომასი, ამტკიცებს, რომ ბავშვის ცხოვრებაში, სწავლის პერიოდში კომპიუტერი მცირე დოზით ან საერთოდ არ უნდა იყოს. "სწავლა - ადამიანური განცდაა, გამოცდილებით მიღებული ცოდნაა. ტექნოლოგიები ბავშვს უზღუდავენ გრამატიკის, თვლის შესწავლას, კრიტიკულად აზროვნების უნარს უქვეითებენ". 

"როცა ჩემს შვილს დასჭირდება კომპიუტერის შესწავლა, მას ისევე ადვილად ისწავლის, როგორც კბილების გახეხვას." - ამბობს "გუგლის" თანამშრომელი - "ჩვენ მაქსიმალურად ვამარტივებთ პროგრამებს. მაგრამ ის არ უნდა იყოს შეზღუდული არც აზროვნებაში და არც თანატოლებთან ურთიერთობაში".


თავად მოსწავლეები არ თვლიან, რომ მაღალ ტექნოლოგიებს და ცხოვრებას მოკლებულნი არიან. ისინი პერიოდულად უყურებენ ფილმებს და თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს. ბავშვები ამბობენ, რომ ხშირად გული სწყდებათ, როცა მათი მშობლები ან ნათესავები მთელი დღეები გაჯეტებში არიან თავჩარგულები და ცხოვრებას ვერ ასწრებენ, გარშემო მყოფებისთვის ვერ იცლიან. 






წყარო:mshoblebi.ge


ზემოთ